ტონგაზე ჩქარობენ კოვიდვაქცინაციას მას შემდეგ, რაც წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ პარასკევს პირველი შემთხვევა დაადასტურა. ინფექცია გამოვლინდა სრულად ვაქცინირებულ ადამიანში, რომელიც (რეპატრიაციის წესით) ჩამოვიდა ახალი ზელანდიიდან.
ტონგას პრემიერ-მინისტრმა პოჰივა ტუიონეტოამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მთავარ კუნძულ ტონგატაპუზე მცხოვრებნი მომავალ კვირას შესაძლო ჩაკეტვის საფრთხის წინაშე დგანან.
ტონგა იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც არ დაუფიქსირებია კოვიდინფექცია.
სულ 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს კუნძულზე, რომელიც მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ტონგას მოსახლეობის მხოლოდ მესამედია სრულად ვაქცინირებული. მაგრამ იმუნიზაციის ეროვნულმა კოორდინატორმა AFP-ს განუცხადა, რომ ათასობით ადამიანი გამოცხადდა ვაქცინაციის ცენტრებში, რათა აცრა ჩაეტარებინათ.
ინფიცირებული 215 ადამიანს შორის გამოვლინდა, რომლებიც ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩიდან მიფრინავდნენ. სხვა ბორტზე შედიოდნენ ტონგას ოლიმპიური გუნდის წევრები, რომლებსაც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ მოუწიათ დარჩენა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 246 მილიონზე მეტს ადამიანს დადასტურდა და თითქმის 5 მილიონი დაიღუპა.
ვირუსი ჯერ არ გავრცელებულა წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულოვან ქვეყანაში, როგორიცაა ტუვალუ. სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას და თურქმენეთს ჯერ არ აქვთ გამოქვეყნებული შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინფორმაციას მალავენ და ვირუსი შეიძლება იყოს ამ ტერიტორიებზე გავრცელებული, თუნდაც ის ოფიციალურად არ იყოს დადასტურებული.