"განზრახვა გვაქვს, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ ფრაქცია და ვმუშაობთ ამაზე",- ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტში, ვინც რჩება აქტიური საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ.
“პარლამენტში ვინც ვრჩებით, ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი აქტიური საქმიანობა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც გამომდინარეობდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან. მამუკა ხაზარაძემ როცა გადაწყვიტა დათანხმებულიყო მერის მოადგილის კანდიდატობას, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ პარალამენტს დატოვებდა, რაც გაახმაურა გუშინ და გაასაჯაროვა," - განცხადა ჯაფარიძემ.