ანტონიო გუტერეში კლიმატის ცვლილების სამიტზე: საკმარისია ნახშირბადით თავის მოკვლა. საკუთარ საფლავებს თვითონ ვითხრით

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კლიმატის ცვლილებას მისი მმართველობის განმსაზღვრელ საკითხად განიხილავს. გლაზგოში კლიმატის ცვლილების სამიტზე მის გამოსვლას BBC-მ ყველაზე მკაცრი უწოდა.

„სამყარო მკვეთრი არჩევანის წინაშე დადგა - ჩვენ შევაჩერებთ მას, ან ის შეგვაჩერებს ჩვენ“, - მიმართა მან კლიმატის სამიტის მონაწილეებს გლაზგოში.

მისივე თქმით, „ილუზიაა" რწმენა, რომ ქვეყნების ბოლოდროინდელი განცხადებები ნახშირბადის შემცირებისკენ ბიძგი იქნება.

„აირჩიეთ ამბიცია, აირჩიეთ სოლიდარობა, აირჩიეთ ჩვენი მომავლის დაცვა და კაცობრიობის გადარჩენა“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მან ქვეყნების მიერ განახლებული გეგმის ყოველწლიურად და არა 5 წელიწადში წარმოდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა, როგორც ეს აქამდე ხდება.

„ან ჩვენ გავაჩერებთ ან ის გაგვაჩერებს. და დროა ვთქვათ, საკმარისია. საკმარისია ნახშირბადით თავის მოკვლა. საკმარისია ბუნებას საპირფარეშოს მსგავსად ვეპყრობოდეთ. ჩვენს საკუთარ საფლავებს ვითხრით“, - აღნიშნა გუტერეშმა.