ამირან გამყრელიძე: AstraZeneca-ს 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა

"AstraZeneca-ს 17 000-მდე დოზას, სამწუხაროდ, ვადა გაუვიდა და გამოუყენებელი დარჩა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობაში აღნიშნულ ვაქცინაზე მოთხოვნა ყველაზე დაბალი იყო.

"გვინდოდა, "AstraZeneca" უფრო ფართო მასტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც გითხარით, მოთხოვნა ყველა დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით დაბალი იყო. ამიტომ ის დოზები, რომელსაც სექტემბერში ვადა გაუვიდა და ასეთია დაახლოებით: 3 900 დოზა და ასევე, რომელსაც ოქტომბრის 31 გასდიოდა ვადა, ასეთი დარჩა 13 500 დოზა, ანუ სადღაც ერთად აღებული ეს გახლავთ: 17 000-მდე დოზა, სამწუხაროდ, გამოუყენებელი დარჩა", - განაცხადა გამყრელიძემ.