ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს

პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.

შეგახსენებთ, პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა გააკეთა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და აქციებს აანონსებს.