აშშ და ევროკავშირის ჩვენი პარტნიორები არიან და სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ მათ რეკომენდაციებს" - აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის და აშშ-ის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აშშ-ის განცხადებაში არის გაზიარებული ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც წერია, რომ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, ყველას ჰქონდა საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა,
"განცხადებებშია აღნიშნულია კარგად ადმინისტრირებული არჩევნები, რომელმაც საშუალება მისცა ამომრჩევლებს, რომ გამჭვირვალე პირობებში, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. რა თქმა უნდა, უნაკლო არავინ არ არის, ყველა ქვეყანას, მათ შორის, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ დემოკრატიულ გარემოში ცხოვრების, მათაც აქვთ მსგავსი პრობლემა და ამის შესახებ მე მქონდა საუბარი პირველი ტურის დასრულების შემდეგ ეუთო/ოდირის დირექტორთან, რომელმაც სწორედ ეს აღნიშნა, ისინი გვირჩევენ ჩვენ, რომ შენიშვნები იყოს გათვალისწინებული და ვიაროთ წინ იმისთვის, რომ სრულყოფილი იყოს მთლიანად მთელი საარჩევნო გარემო უკვე მომდევნო არჩევნების დროს“, – განაცხადა ზალკალიანმა.