ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე პარლამენტს ტოვებს.
ამავე ფრაქციიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს ანა წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა.
„უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!“, - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება ასევე მიიღეს მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.