დანია დამატებით შეზღუდვებს აწესებს

დანია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამატებით შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დამატებითი შეზღუდვების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 98-დან 38 მუნიციპალიტეტში რესტორნები, მუზეუმები, კინო-თეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები დაიხურება. შეზღუდვები 9 დეკემბერს შევა ძალაში და 3 იანვრამდე იმოქმედებს.

დანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 328 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.