გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა ისაუბრეს

გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ესაუბრა. ვიდეო საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა Facebook-ზე გაავრცელა.

ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის (COP26) მსოფლიო ლიდერთა სამიტზე იმყოფებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება.