გაერთიანებული სამეფო: არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს პოლიტიკურ ხელძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისი განცხადება საელჩოს Twitter-ზე განთავსდა.

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს პოლიტიკურ ხელძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად“, - აღნიშნულია ტექსტში.

ცნობისთვის, ამერიკის საელჩო დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა“.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი