საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკოს თქვმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე, მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკოში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.
ცნობისთვის, ამერიკის საელჩო დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა“.