ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის სახელმწიფო და სხვა აქტორებს შეეხებათ, რომელებიც დაკავშირებულები არიან ან მონაწილეობენ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაში.

სანქციების რეჟიმი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმქომედებს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩაიდინეს დანაშაული. ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ და აქტივებს გაუყინავენ.

დოკუმენტით განსაზღვრული ქმედებები ეხება გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასა და ბოროტად გამოყენებას, როგორიც არის ტრეფიკინგი, წამება, ადამიანების თვითნებური დაკავება და სხვა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, დღევანდელი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ევროკავშირის საგარეო ქმედებების ქვაკუთხედად, პრიორიტეტად და ასახავს ევროკავშირის სიმტკიცეს, უპასუხოს ადამიანის უფლებების დარღვევასა და ბოროტად გამოყენებას მთელ მსოფლიოში.