ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მისი მმართველი სოციალ-დემოკრატიული კავშირი (SDSM) დამარცხდა. ამის შესახებ Euronews წერს.
ზაევმა სკოპიეში პარტიის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ამ შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს“.
„მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის და სოციალ-დემოკრატიული კავშირის ლიდერის პოსტს“, - განაცხადა ზორან ზაევმა.
ზაევმა აღიარა დამარცხება ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში, დედაქალაქის მერის რბოლაში. მოქმედი პრეზიდენტი პეტრე შილეგოვი დამარცხდა დამოუკიდებელ კონკურენტთან დანელა არსოვსკასთან, რომელიც სკოპიეს ისტორიაში პირველი ქალი მერი იქნებ და რომელსაც მხარს უჭერდა ოპოზიცია.
ოპოზიციური VMRO-DPMNE მაკედონიის ერთობის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ქრისტიან მიცკოსკიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნებზე წარმატების შემდეგ, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა მაღალია, რადგან მმართველმა პარტიამ ლეგიტიმაცია დაკარგა.