"ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც შიმშილობასთან დაკავშირებული არ არის.
"მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ შიმშილობასთან. საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს. რასაკვირველია, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. გუშინაც და დღესაც ჩაი დავლიეთ", - განაცხადა ყიფშიძემ.