ვალერი გელბახიანი რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს

"საკითხები, რომლებიც არ არის აქტუალური, დღის წესრიგში დადგება. ჩემი აზრით, ყველა ბრალდება უსაფუძვლოა", - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რუსთავის #12 დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გამოეხმაურა.

ამასთან, ამ ეტაპზე, გელბახიანმა ყოფილი პრეზიდენტის ნახვა ვერ შეძლო, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მას ახალი პისიარ ტესტის წარდგენა მოსთხოვა.

"ალბათ, რაღაც საკითხი აინტერესებს, რომლებიც ჩემთან მიმართებით, ან მასთან მიმართებითაა საინტერესო. მე მგონია, რომ ის საკითხები, რომლებიც არაა აქტუალური, დადგება დღის წესრიგში. ჩემი აზრით, ყველა უსაფუძვლო ბრალდებაა", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.