ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოხლეს.

ფრაქციის სახელით განცხადება სალომე სადამაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა გააკეთეს.

სადეპუტატო მანდატები ამ დროისთვის დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადეს.

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.