ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის გარდა, ფრაქციის სხვა წევრები მანდატის დატოვებას არ აპირებენ.
"ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, თქვენ იცით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და დღეს ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება", - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.