აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილე საქართველოს ეწვევა. ინფორმაცია Europetime-ს ამერიკის საელჩოში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, სომხეთში ამერიკის საელჩოს ცნობით, ერიკა ოლსონი (DAS) სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში გაემგზავრება.
ოლსონი, სახელმწიფო დეპარტამენტში, „ევროპული და ევრაზიის საქმეების“ ხელმძღვანელის, მორინ კორმაკის მოადგილეა, რომელიც კავკასიის მიმართულებით მუშაობს. მისი ვიზიტის მიზანს სწორედ რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განხილვა წარმოადგენს.
„ერევანში ყოფნისას, ოლსონი მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის მისიების მეთაურთა რეგიონულ შეხვედრაში 2-4 ნოემბერს. ღონისძიებას ესწრებიან აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში ერლ ლიცენბერგერი.
მოხარული ვართ, რომ აღვადგინოთ ეს დიდი ხნის ტრადიცია და შევიკრიბოთ ჩვენს კოლეგებთან ერთად რეგიონიდან და ვაშინგტონიდან, რომ გავცვალოთ იდეები და ინფორმაცია ჩვენი პოლიტიკის უკეთესი კოორდინაციისთვის რეგიონის სამივე ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნავს ერევანში ამერიკის საელჩო.