მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში მაქსიმუმ 10 დღეში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ

"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც #12-ე სასჯეღსრულებისდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს ახლა დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს.

„დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აკი, თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო.

ახლა აუცილბელად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ ქუჩაში შემდგომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით, ნიკა მელიაა, ასევე რამდენიმე გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის, ახალგაზრდა თაობა ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები. ასევე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.