აშშ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

აშშ საქართველოს კერძო სექტორის დასახმარებლად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვას დააფინანსებს, ამის შესახებ აშშ-ს სალჩო Facebook-ზე ავრცელებს.

„იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას.აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს“, - წერს ამერიკის საელჩო