"ჩვენ 6-თვიანი საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისი გამოვიარეთ. ახლა მათ არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვთ და არც ხელოვნური კრიზისის შექმნის", - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას გადავიდნენ ბოიკოტის რეჟიმში.
კობახიძის განცხადებით, მათი ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო დღის წესრიგში არსებით ცვლილებებს არ შეიტანს.
„ეს იქნება მათი გადაწყვეტილება და პარლამენტი ამ შემთხვევაში მიიღებს ფორმალურ გადაწყვეტილებას. მე არ მგონია, ამან რაიმე არსებითი ცვლილებები შეიტანოს საპარლამენტო დღის წესრიგში. გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ პარლამენტართან, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ფიქრობს.
ჩვენ გამოვიარეთ 6- თვიანი საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების, ეს იყო ე.წ. ხელოვნური კრიზისი, თუმცა, ახლა მათ არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვთ და არც ხელოვნური კრიზისის შექმნის. აქედან გამომდინარე, შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.