"ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა, იყოს ოპოზიცია - სწორედ ამასთან გვაქვს საქმე", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი მათი სისუსტის გამოვლინებაა.
„ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია; სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, ვინც პარლამენტში რჩება, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან. პოლიტიკა პარლამენტიდან გასვლა და საკუთარ როლზე უარის თქმა არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.