"არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დადგენილია პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით, რომელიც ლეგიტიმურია და ამოქმედდება 2024 წლიდან.
"გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5 პროცენტიანი დემოკრატიული ბარიერით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, მაგრამ არაფერი რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არაფერი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიულია. არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დღეს დადგენილია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით. ლეგიტიმური და სწორი სისტემაა დადგენილი, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან,"- განაცხადა კობახიძემ.