მამუკა მდიარაძე: სააკაშვილი შიმშილობის 41-ე, 57-ე დღეს სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება

"41-ე დღეს ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება, რადგან ხომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, 41- ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება.

„არანაირი პრობლემა საბედნიეროდ არ შეიქმნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, მე ასეთი გონივრული მოლოდინი მაქვს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. მას შეუძლია მისცეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება და შემდეგ დავრწმუნდებით ჩემი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - ნახევრად შიმშილობასთან, "ფეიკთან", დადგმულ რაღაცასთან. მას ხელში უჭირავს ერთი კოზირი, რომ მისი ნებართვის გარეშე დეტალებს იუსტიციის სამინისტრო ვერ გაახმოვანებს. სააკაშვილი შიმშილობის 41- ე, 57-ე დღეს ჩემი აზრით აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში. ლოგიკა ხომ შეგვიძლია განვავითაროთ,"- განაცხადა მდინარაძემ.