"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საკონტიტუციო ცვლილების კენჭისყრამდე დეპუტატებმა მანდატებზე უარის თქმისგან თავი უნდა შეიკავონ. ამის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ხედავს ძალიან დიდი რისკს, რომ თანაგუნდელებთან, შესაძლოა, კომუნიკაციის გზა მთლიანად წაერთვას.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა შემდეგი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, ის იგივენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი მისი პოზიცია გახლავთ სწორი. მისმა ფრაქციამ, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრობის“ ფრაქციამ , მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება რომ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს - ის, რომ დღეს მე მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის, ეს შესაძლებლობა მთლიანად კვედება. ის ხედავს ძალიან დიდი რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის. ასევე მეორე, საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით - ეს არის, პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები, აქედან გამომდინარე ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო და არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ასე იქნება“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სიცოხლეს.
სადეპუტატო მანდატები დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადეს. ამას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტის მოწოდება, რომ მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი.
30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ითვალისწინებს მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას.