დეპუტატის თამარ კორძაიას გაცხადებით, დღეიდან, ოპოზიციის წარმომადგენლები უბნების შემთხვევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან, რადგან ამის აზრს ვერ ხედავენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, თამარ კორძაიამ განაცხადა, საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირთული 300-მდე ვიდეო, მხოლოდ თბილისის მასშტაბით გამოქვეყნებული არ არის 106 უბნის ამსახველი ვიდეო კადრები.გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არ არის ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხით არის ჩაწერილი
"ვთვლით, რომ არანაირი აზრი ამ პროცესში მონაწილეობას არ აქვს, რადგან არ ითვალისწინებენ არც ერთ მოსაზრებას, შენიშვნას, თუ საჩივარს და შესაბამისად, დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები არ მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ დაიწყონ გამოძიება ყველა იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არ აიტვირთა.
დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში აღნიშნავდნენ ძალადობით, შანტაჟით და გაყალბებით მოპოვებული გამარჯვების შედეგებს, თუმცა მინდა მათ შევახსენო, რომ ჯერ პროცესები არ დასრულებულა და პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა ჩაწერა, მაგრამ . კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმის, რომ ამ უბნებზე მდგომარეობა შეცვლილია და ხელისუფლება ამას იყენებს მანიპულაციისთვის.
ამ ფონზე, როდესაც ამ მასშტაბის ვიდეოები არ არის ატვირთული მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, ისიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თუ კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, არ იძლევა არავითარ სურათს და არავითარი შედეგის მაჩვენებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფასადურ პროცედურულ დემოკრატიასთან.
ასევე, გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ტენდენციურად, ხარვეზიანად, არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის, რომ გადათვლისას ხდება მხოლოდ ბიულეტენების გადათვლა, არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს, რაც არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ნაწილია. ხელმოწერები და სამაგიდო სიები რჩება არჩევნების „აქილევსის ქუსლად“, რადგან მანიპულაცია სწორედ სიებით და ხელმოწერებით ხდება. მოვუწოდებთ კომისიებს, რომ საარჩევნო სიები, სამაგიდო სიები, გასაჯაროვდეს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.