"მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტები, ისევე როგორც პირადი კონტაქტები მთავრობის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა.
მიხარია, რომ თავდაცვის მინისტრის ვიზიტით ეს დინამიკა მზარდია. ჩვენ საქართველოსთან ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ძმური ურთიერთობების განვითარებით ვართ დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები, ისევე როგორც პირადი კონტაქტები მთავრობის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.