აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა რუსეთი მოგზაურობისთვის ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა

რუსეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ქვეყანას საფრთხის უმაღლესი, მეოთხე კატეგორია მიანიჭა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CDC-ი ამერიკელებს ურჩევს, თავი აარიდონ რუსეთში მოგზაურობას, ხოლო მოგზაურობის შემთხვევაში, დარწმუნდნენ, რომ სრულად ვაქცინირებული არიან და დაიცვან ისეთი ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 39 008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 178 ადამიანი გარდაიცვალა.

მოსკოვში 28 ოქტომბრიდან დაიკეტა სკოლები და საბავშო ბაღები, ასევე ყველა მაღაზია, გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები იყიდება.

60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულებს სახლიდან გასვლა 4 თვით აეკრძალათ.