"კლინიკური სექტორი გადატვირთულია. მოლოდინია, რომ კკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევები 50 ათას აჭარბებს რაც ძალიან მაღალი ციფრია, 6500-ზე მეტი ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია.
მისი თქმით, შეღზუდვების გამკაცრებას არ ელოდება და პირადად ის არც ემხრობა ამას.
"ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებას. ამაზე მე პირადად ვსაყვედურობ ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას.
რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, რაც არის 40-დან 50-მდე - ეს ძალიან მაღალი რიცხვია ჩვენი ზომის პატარა ქვეყნისთვის და თითოეული გარდაცვლილი ადამიანი დიდი ტკივილი და დიდი დანაკარგია ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ თუ მივუდგებით გლობალურად, შევადარებთ სხვა ქვეყნებს, კლინიკური სექტორის ძირითადი მაჩვენებელი არის ერთადერთი - ყველა კოვიდავადმყოფიდან გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის ძალიან დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე აშშ-ში და უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის 32 ქვეყანაში.
ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ რჩება მძიმე, სერიოზული. გასულ ორ კვირაში იყო ერთგვარი სტაბილიზაცია - 4000 ახალი შემთხვევის ფარგლებში, დღეს უკვე 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. კლინიკური სექტორი ამჟღავნებს ძალიან სერიოზულ მდგრადობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთი გადატვირთვის მიუხედავად, არცერთი ავადმყოფი ჯერჯერობით არ დარჩენილია ექიმის და სრულფასოვანი მომსახურების გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.