მზად ვარ იმდენი მოლაპარაკების რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება - ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგ შეხვედრაზე, ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება.

„ვფიქრობ, გუშინ საერთო ჯამში კარგი განხილვა გვქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, შევხებოდით ყველა საკითხს, რაც დიალოგის ფარგლებში განიხილება. ასევე მოვახერხეთ, მიგვეღწია პროგრესისთვის გაგების გაღრმავებაში. დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. გავაგრძელებთ იმის დანახვას, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა საერთო პლატფორმის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ, ფასილიტატორები მუშაობას პარლამენტის გახსნამდე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვფრთხილობ, ეს იქნება ყველასთვის მძიმე გადაწყვეტილებები, ყველამ გადადგა ნაბიჯები და ვნახავთ, რას მივაღწევთ. როგორც ვთქვი, ეს იქნება რთული, მოითხოვს ლიდერობას და პასუხიმგებლობას, რომ მივიდეთ დასახულ ადგილამდე. მზად ვარ იმდენი მოლაპარაკების რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე არ ვნახავთ, რომ პროგრესი გვაქვს. მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, რას მოიტანს ხვალინდელი დღე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შეიკრიბოს, ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების დახმარებით, სამი შეხვედრა უკვე გაიმართა.