შვეიცარიის პროკურატურამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციის (UEFA) ყოფილ პრეზიდენტებს, ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის თაღლითობის ბრალდება წაუყენა.
ინფორმაციას შვეიცარიის პროკურატურა ავრცელებს.
Euronews-ის ცნობით, UEFA-ს და FIFA-ს ყოფილ პრეზიდენტებს ბრალი ედებათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებასა და საბუთების გაყალბებაში.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებამ 2015-2016 წლებში ბლატერისა და პლატინის გადადგომა გამოიწვია. ორივეს აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული თანამდებობების დაკავება ჯერ 8 წლით, შემდეგ კი - კიდევ ექვსი წლით.
გამოძიება კიდევ რამდენიმე ბრალდებაზე მუშაობს, მათ შორის კორუფციის ბრალდებაზე, სპორტული ჩინოვნიკებისთვის თანხების გადახდასთან დაკავშირებით.