ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 1830 საარჩევნო უბნიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადათვლილია 201 უბნის შედეგები, რასაც მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
როგორც ცესკოში აცხადებენ, გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში 21 ხმა დააკლდა, 28 კი მოემატა. ხოლო „ქართულ ოცნებას“ დააკლდა 10 ხმა და მოემატა - 23.
,,საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1-ელ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის საბოლოო შედეგების თაობაზე. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, იხილეთ ბმულზე: https://cesko.ge/geo/list/show/127465-munitsipalitetis-organota-archevnebis-meore-turis-gadatvlis-statistika-“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.