Facebook-ი სახის ამოცნობის ფუნქციას გააუქმებს. იტყობინება Associated Press-ი.
Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა მომხმარებლებს აცნობა, რომ ყოველდღიურად მომხმარებელთა მესამედზე მეტმა გამოიყენა ეს სისტემა.
საუბარია 600 მლნ ადამიანზე. ჯერომ პესენტის თქმით, კომპანია ცდილობდა, გაეანალიზებინა ტექნოლოგიის გამოყენების დადებითი მხარეები „მზარდი სოციალური შეშფოთების წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მარეგულირებლებს ჯერ კიდევ არ აქვთ დადგენილი მკაფიო წესები".
Facebook-მა 2019 წელს დაასრულა სახის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ატვირთულ ფოტოებშიმეგობრების იდენტიფიცირებას გულისხმობდა და ავტომატურად შესთავაზა მათ მონიშვნის ფუნქცია.
კომპანიას ამის გამო ილინოისში უჩივლეს კიდეც.
ცნობისთვის, კომპანია Facebook-მა სახელი 28 ოქტომბერს შეიცვალა.