ევროკავშირმა და აშშ-მა 2030 წლისთვის მეთანის ემისიის შესამცირებლად გლობალური პარტნიორობა გამოაცხადეს

ევროკავშირმა და აშშ-მა 2030 წლისთვის მეთანის ემისიის შესამცირებლად გლობალური პარტნიორობა გამოაცხადეს.

აშშ-ის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩათვლით, „მეთანის გლობალურ პაქტს“, 90-მდე ქვეყანა შეუერთდა. ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა კი უარი განაცხადეს

შეთანხმების მიხედვით, მეთანის გამოყოფა 2030 წელს 2020 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლები უნდა იყოს.

„ჩვენ ვერ მოვიცდით 2050 წლამდე. ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ გამონაბოლქვის გამოყოფა. მეთანის ემისიების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია გლობალური დათბობის შესამცირებლად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, მეთანი ერთ-ერთი მთავარი სათბური გაზია და მისი ემისია კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეთანის ემისიების შემცირება გლობალური დათბობის შეჩერებაზე, სავარაუდოდ, სწრაფ ზეგავლენას მოახდენს.