დიეგო მარადონა ქველმოქმედებაში ყოველთვიურად 100 000 ევროს ხარჯავდა - ამის შესახებ ესპანური გაზეთი „მარკა“ America TV-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თანხა 50 ოჯახისთვის იხარჯებოდა, რომელში ფეხბურთელის ნათესავები და სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ნათესავები შედიოდნენ.
თანხა იჭრებოდა მარადონას ანგარიშებიდან, რომლებიც დღეს დაბლოკილია არგენტინის საგადასახადო სამსახურის მიერ და მათზე წვდომის საშუალება არავის აქვს. შესაბამისად, ნახსენები ოჯახების დაფინანსება შეჩერებულია.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.