საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 291 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 818 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 10.33%.
"Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის - 9.13% ხოლო 7 დღის - 9.46%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640-მდე.
ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 1 148, ქვემო ქართლი - 417, შიდა ქართლი - 508, გურია - 183, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 553, მცხეთა-მთიანეთი - 124, სამცხე-ჯავახეთი - 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114 საიდანაც: 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 490, აჭარაში - 529, იმერეთში - 1 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 588 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 600, აჭარაში - 109, იმერეთში - 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 ადამიანი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 40, იმერეთში - 33. 1 091 პაციენტია მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 206 - აჭარაში. 41 477 პაციენტი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 36 770 ადამიანი.