"ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
„ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, ყველაზე კომფორტულ, ყველაზე მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო, მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგან ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად ვაქციოთ ეს ქალაქი ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის. მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად, აბსოლუტურად გახსნილები ვართ კომუნიკაციისთვის. მზად ვართ ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინოთ“, - განაცხადა კალაძემ.