საქართველოში კოვიდვაქცინით 33.1% სრულად აიცრა

საქართველოში, 3 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 986 729 COVID19-ის საწინააღმდეგო აცრა.

ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %. სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.