დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება

საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატიის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, სულხან- საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

„დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება, რომელიც 2004 წელს დაწესდა საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტექსტში.