მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს: მოემზადეთ, გადადეთ ფული, ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას

"ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება", - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ქართველ ემიგრანტებს.

სააკაშვილის მიმართვა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გააცნო.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.