თამარ გაბუნია: აქციები მობილობას ძალიან ზრდის, ეს რისკია

"აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს.

„დღეს მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც უკვე დაწესებულია. რაც არ უნდა დაწესდეს დამატებით, თუ არ აღსრულდა, რა თქმა უნდა, შედეგს არ მოგცემს.

რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება“, - განაცხადა გაბუნიამ.