თამარ გაბუნია: დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში "მწვანე პასპორტი"

"საკოორდინაციო საბჭო განიხილავს კოვიდ პასპორტის საკითხს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში კოვიდ პასპორტი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით „მწვანე საშვის“ მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში დიდი კონფერენციებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის.

„ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში და ევროპის ქვეყნებში. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. „მწვანე საშვის“ მექანიზმს ახლავს მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, თავისი ტექნიკური აღსრულების ნაწილი, რაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანებში უკვე ყველანაირად მზად იქნება. ახლა მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო - ეს არის ვაქცინაციის არჩევანი, ტესტირების საკითხი", - განაცხადა გაბუნიამ.