მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი 40 დღე იშიმშილებს და კარგად იქნება

"40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს, კარგადაც იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი და ასეც უნდა იყოს, დიდი ხანიც იცოცხლებს, კარგადაც იქნება და მის ჯანმრთლობასა და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი დაშვებისა და სიტყვების თქმას. შესაბამისად, ეს ადამიანი ჯანმრთელადაც იქნება, კარგადაც იქნება - მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის საფუძველს, მათ შორის, ისიც მაძლევს, რომ ის დღეს კარგად არის, როგორც გვეუბნებიან. სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე. არ უნდა მოატყუო ხალხს, რომ თითქოს მე ან ვინმე პირიქით ვლაპარაკობთ მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე და მის სიცოცხლეზე - ვსაუბრობდით, რომ კარგად იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.