სპეციალური პენიტენიცური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

"მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზება არ არის", - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენიცური სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ.

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.