უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა თავის Telegram არხზე განაცხადა.
მელნიჩუკმა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა.
მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ტარანის შემცვლელად წარადგენდნენ ვიცე-პრემიერ ოლექსი რეზნიკოვს. პარლამენტი ამ კვირაში მთავრობის ცვლილებების განხილვას გეგმავს.