ჯანმომ კიდევ ერთი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინა Covaxin-ი.

Covaxin-ი 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით კეთდება.

Covaxin-ი მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა. ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებია: Pfizer-ი, Moderna, Astrazeneca, Johnson&Johnson-ი, Sinovac-ი და Sinopharm-ი.