"არ არის „მწვანე პასპორტები“ საქართველოში იოლი მისაღები, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიდეს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, "მწვანე პასპორტის" მიღება აუცილებელია, ასევე ცალკეულ ჯგუფებში სავალდებულო უნდა იყოს აცრა.
„არ არის „მწვანე პასპორტები“ საქართველოში იოლი მისაღები. ნახეთ იტალიაში გამოსვლები და მიტინგები იყო. სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც "მწვანე პასპორტების" წინააღმდეგი იყო.
პოლარიზებულ და უკიდურესად პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ ე.წ. მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.