საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალები შეხვედრის შესახებ არ გახმაურებულა.
ადმინისტრაცია ასევე იტყობინება, რომ დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, მისი მრჩეველი კი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა. დამატებითი ცნობები არც ამ შემთხვევაში გამხდარა მედიისთვის ცნობილი.