საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვა ცნობები შეხვედრის შესახებ არ გახმაურებულა.
მანამდე ადმინისტრაციამ მედიას საქართველოს პრეზიდენტის და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ აცნობა, თუმცა სხვა დეტალები არც ამ შეხვედრის შესახებ გახმაურებულა.
ამ აუდიენციამდე ცოტა ხნით ადრე კი, ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა მედიას, რომ დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, მისი მრჩეველი კი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა. დამატებითი ცნობები არც ამ შემთხვევაში გამხდარა მედიისთვის ცნობილი.