„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ და არ მოიხსნება საფრთხეები, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მან პარლამენტში კოლეგა ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
„მე არ ვარ მისი ამომრჩეველი და არ წარმოვადგენ მის პარტიას. დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ, მაგრამ რაც მისი ჯანმრთელობის გარშემო ხდება, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება. ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი ინტერესის და მშვიდობის საკითხი, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე პარლამენტში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და ვიდრე მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რაც შეეხება შიმშილობის დაწყების ადგილს, ელენე ხოშტარიამ განმარტა, რომ პარლამენტმა ინსტიტუციური ფუნქცია დაკარგა.